საპატიო ბათუმელების დაჯილდოება 27 აპრილის ნაცვლად 28 აპრილს გაიმართება. ქალაქის მთავარი დღესასწაულისთვის სამზადისი უკვე დაიწყო. ბათუმებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 27-28 აპრილს ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ გაიმართება. ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ბოტანიკური ბაღის, საზღვაო აკადემიის, საბავშვო და გასტრონომიული კუთხეები, მუზეუმისა და სამხატვრო აკადემიის გამოფენები. დაიდგმება ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი. გაიმართება ბათუმის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი კოლექტივების, ბათუმის ჯაზ ბიგ-ბენდის, გოგონათა ვოკალური და ვაჟთა ხალხური სიმღერების ანსამბლების კონცერტები, ასევე ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „ბათუმის“ კონცერტი. იმღერებენ სოლო შემსრულებლები. კონცერტის დასრულების შემდეგ დაიწყება დიჯეის შოუ.,,ბათუმობა 2024“ გალაკონცერტით დასრულდება.