საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა.
როგორც მილი მეჯლისის თავმჯდომარემ შეხვედრაზე განაცხადა, ქართველ და აზერბაიჯანელ ერებს საერთო კულტურული ღირებულებები აქვთ, საუკუნეების მანძილზე ერთად ცხოვრობდნენ მეგობრობისა და კეთილმეზობლობის პირობებში და ქვეყნებს შორის ურთიერთობა სწორედ ამ მყარ საფუძველს ეფუძნება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.