მალაიზიაში  საიუბილეო აღლუმის წინ რეპეტიციაზე ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა

23 აპრილი 2024, 09:01 425 ნახვა

საზღვაო აღლუმის რეპეტიციის დროს მალაიზიის საზღვაო ძალების ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ეკიპაჟის 10 წევრი დაიღუპა, ნათქვამია საზღვაო ფლოტის განცხადებაში. შემთხვევის ადგილზე  სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. 

ინციდენტი მოხდა პერაკის შტატში ლუმუთის საზღვაო ბაზაზე, ადგილობრივი დროით  დილის 9:32 საათზე - განაცხადა საზღვაო ფლოტმა.

საზღვაო ძალების განცხადებაში  ნათქვამია, რომ  ავარიის მიზეზებს გამოძიებას დაადგენს.

თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ვერტმფრენები რეპეტიციებს ატარებდნენ მალაიზიის სამეფო საზღვაო ძალების 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო  აღლუმისთვის, რომელიც შაბათს უნდა გაიმართოს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში