სწავლა ოფიციალურად არ შეწყვეტილა - განათლების სამინისტრო „ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციაზე

22 აპრილი 2024, 09:58 337 ნახვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებით, უწყებას „ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სწავლის შეწყვეტის გადაწყვეტილება არ მიუღია.

"სკოლებში სწავლა ოფიციალურად არ შეწყვეტილა, ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება“,- აცხადებენ განათლების სამინისტროში. 

მათივე განმარტებით, სკოლებში ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციიდან კი ვიგებთ რომ სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რამე სახის ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა. თუმცა უწყების ცნობით შესაბამისი დანაყოფი  ისევ აგრძელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების  შესახებ.   

ცნობისთვის, ახლადშექმნილ რუსულენოვან „ტელეგრამ“ არხზე თბილისის სკოლებზე  ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია გავრცელდა. მოგვიანებით კი არხი წაიშალა.  

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი