თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „ჰამასის“ ლიდერ, ისმაილ ჰანიას უმასპინძლა. ამის შესახებ უცხოური მედია იტყობინება.
ერდოღანის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისა და რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გააგრძელებს დიპლომატიურ ძალისხმევას ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისთვის.
ერდოღანის თქმით, „პალესტინელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმოქმედონ ერთიანად“.
„ჰამასსა“ და ისრაელს შორის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ, თურქეთის ლიდერი ისმაილ ჰანიას პირველად შეხვდა.