„ბათუმობა“ 27 – 28 აპრილს გაიმართება

19 აპრილი 2024, 15:02 286 ნახვა

წელს ბათუმობა 27-28 აპრილს გაიმართება. ძირითადი ღონისძიებები ბულვარში, საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ ჩატარდება.

მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ბოტანიკური ბაღისა და საზღვაო აკადემიის კუთხეები, მუზეუმისა და სამხატვრო აკადემიის გამოფენები, გასტრონომიული, ასევე საბავშვო კუთხე.

დაგეგმილია თოჯინების თეატრის სპექტაკლები და ბათუმის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტები. ბათუმობის ფარგლებში გაიმართება საპატიო ბათუმელების დაჯილდოება.

,,ბათუმობა 2024“ გალაკონცერტით დასრულდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი