დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით განიხილავს ცვლილებებს საგადასახადო კოდექსში.
ინიციატივის მიხედვით, დაბეგვრისგან გათავისუფლდებიან ოფშორულ ქვეყნებში რეგისტრირებული შეღავათიანი დაბეგვრის მქონე საწარმოები, თუ მათ საქართველოში გადმოიტანენ.