საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ელჩებთან

17 აპრილი 2024, 14:44 448 ნახვა

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი პარტნიორი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე  საქართველოში ევროკავშირის ოფისის ხელმძღვანელი, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები იმყოფებოდნენ.

შეხვედრის კადრები პრეზინდეტის ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა, თუმცა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

განსახილველი საკითხი სავარაუდოდ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი და ინიციატივის საპროტესტოდ თბილისში განვითარებული მოვლენები იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი