აქციის მონაწილეები თუ გასცდებიან მშვიდობიანი შეკრების ნორმებს, სამართალდამცველები, წესრიგის დაცვის მიზნით, კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ - შსს

15 აპრილი 2024, 22:19 448 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს, - ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყება აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს.

იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, გასცდებიან გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს, სამართალდამცველები, წესრიგის დაცვის მიზნით, კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ.

სამართალდარღვევის თითოეულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის ფარგლებში განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი