სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ ისრაელის, მისი ხალხის მიმართ, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას მისი უსაფრთოებისადმი - დიდი შვიდეულის ლიდერების განცხადება

14 აპრილი 2024, 22:38 379 ნახვა

დიდი შვიდეულის ლიდერები მკაცრად გმობენ ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას. ლიდერებმა, ამის შესახებ, საერთო განცხადება გაავრცელეს.

„ჩვენ სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას მისი უსაფრთოებისადმი. ამ ქმედებებით ირანმა ნაბიჯი გადადგა რეგიონში დესტაბილიზაციისკენ და რეგიონული, უკონტროლო ესკალაციის საფრთხის გაზრდისკენ. ეს თავიდან უნდა იქნას აცილებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

როგორც დიდი შვიდეულის ლიდერებმა განაცხადეს, ისინი მოითხოვენ, რომ ირანმა და მისმა მარიონეტება შეწყვიტონ თავდასხმები.

ლიდერები, ასევე, მზადყოფნას გამოთქვამენ, მიიღონ შესაბამისი ზომები დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი