აქცია კვირიკეში

14 აპრილი 2024, 20:01 292 ნახვა

საპროტესტო აქცია ქობულეთში. სოფელ კვირიკეს მოსახლეობა მათ კუთვნილებაში არსებული მიწების დაბრუნებას ითხოვს. ირწმუნებიან, რომ 30 ჰექტარი ტერიტორია ინვესტორზე წლების წინ ისე გასხვისდა, რომ მათთვის არაფერი უკითხავთ. 

ადგილობრივების თქმით, ისინი ამ ტერიტორიაზე სასოფლო სამეურნეო სამუშაოებს აწარმოებდნენ. 

მოუწოდებენ ხელისუფლებას დროულად მოაგვარონ პრობლემა, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ. 

რაც შეეხება მერიის პოზიციას, ამ დრომდე მოსახლეობისთვის თვითმმართველობას პასუხი არ გაუცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში