ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დედაენის დღეს, ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართული ენის უნიკალურობითა და სილამაზით - აშშ-ს საელჩო

14 აპრილი 2024, 11:30 388 ნახვა

ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დედაენის დღეს, – საქართველოში აშშ-ის საელჩო დედაენის დღესთან დაკავშირებით მოლოცვას ავრცელებს. 

„ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართული ენის უნიკალურობითა და სილამაზით. თქვენთან ერთად აღვნიშნავთ მსოფლიოს ამ ერთ-ერთი უძველესი ენის დღეს, რომელიც ქართველებმა წინა და მომავალ თაობებს შემოუნახეთ“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

 

14 აპრილი დედაენის დღეა. ეს თარიღი 1978 წლის მოვლენების აღსანიშნად დაწესდა. 46 წლის წინ საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა. ყველაფერი კი, 1978 წლის 24 მარტს დაიწყო, როდესაც გაზეთ „კომუნისტში“ საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამოქვეყნდა. ახალი ნორმის მიხედვით, საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ენა, ქართულის ნაცვლად, რუსული უნდა ყოფილიყო.

საბოლოოდ კი, 60 ათასიან მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა. საბჭოთა კავშირის ლიდერებმა, საკუთარი ინტერესების გატარება ვერ გაბედეს და უკან დაიხიეს.

14 აპრილს დედაენის დღე, საქართველოში, 1990 წლიდან აღინიშნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი