„ქართული მრავალფეროვნების ნავსაყუდელი“ - ამ სახელწოდებით ქართული ხის მეჩეთების შესახებ ფოტო-გამოფენა მოეწყო.
წარმოდგენილია ხით ხურობის უნიკალური ნიმუშები - ხის მეჩეთები და ნაქარგები, დამათვალიერებელს ასევე შესაძლებლობა აქვს ნახცოს და შეიძინოს ქარგვის ოსტატი აჭარელი ქალების ნამუშევრები. პარალელურად გაიმართა პანელური დისკუსია ქართულ ისლამური არქიტექტურის შესახებ.
აჩევნებენ ფილმსაც „უხილავი ფერები - ქართული ხის მეჩეთები“. მეჩეტების ფოტო გამოფენა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა და ნორვეგიის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
აჭარის 5 მუნიციპალიტეტში 25 მეჩეთის აღწერა და შესწავლა „სოლიდარობის თემმა“ გასულ წელს დაიწყო.