საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

12 აპრილი 2024, 16:33 437 ნახვა

2024 წლის აპრილიდან ძალაში შევიდა შეთანხმება საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის ორდინარული პასპორტების მფლობელთათვის ტურისტული ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოსა და პერუს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ორიგინალურ პასპორტებს, უფლება აქვთ, ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ, დატოვონ და იმყოფებოდნენ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 დღისა ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებს, რომელთაც განზრახული აქვთ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე 90 დღეზე მეტი ვადით დარჩენა, მოეთხოვებათ წინასწარ მიიღონ შესაბამისი ვიზა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი