,,ბათუმის წყალი“ ინოვაციურ აღჭურვილობას დანერგავს, რომელიც წყალარინების ქსელების შემოწმებისა და ტექნიკური მომსახურების მიმართულებით გამოიყენება - ინფორმაციას “ბათუმის წყალი“ ავრცელებს. მათი განმარტებით, უნიკალური მოდულური ეიჩდი კამერის სისტემა ჩეხეთის რესპუბლიკის, გაეროს განვითარების პროგრამისა და ბათუმის წყლის თანამშრომლობით შეიძინეს.
პროგრამა ითვალისწინებს ზიმუნდ ელექტრონიკსის მიერ მოწოდებული ინოვაციური აღჭურვილობის დანერგვას, რაც ასევე გულისხმობს ტრენინგს ტექნიკური უზრუნველყოფისა და სისტემის გამოყენების შესახებ. აღნიშნული სისტემა წყალარინების დაზიანებული მილების აღმოჩენისა და რეაბილიტაციის მიზნით გამოიყენება.
პროგრამის ღირებულება დაახლოებით 450 ათას ლარს შეადგენს, საიდანაც 100 ათასი ლარი ჩეხეთის რესპუბლიკისა და უნიდეპის, ხოლო 330 ათას ლარზე მეტი ,,ბათუმის წყალის“ მიერ დაფინანსდა.