ხელოვნების მუზეუმში „საინფორმაციო საათის“ პროგრამის ფარგლებში ხასან ინაიშვილის შემოქმედებასა და ცხოვრებაზე ისაუბრეს. ხასან ინაიშილი მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართული მხატვრობის ერთ-ერთი შემოქმედია.
ხელოვანს არაერთი ნამუშევარი აქვს შესრულებული, მხატვრის ნამუშევრებს შორისაა “ნატურმორტი თევზით“, “ცხვრის ფარა მთებში“, „ყვავილები ფანჯრის რაფაზე“ და სხვა. ხასან ინაიშვილის ნამუშევრები ეროვნულ გალერეაში ინახება.
„საინფორმაციო საათის„- პროექტის მიზანია ახალგაზრდების ჩართვა და დაინტერესება სამუზეუმო ცხოვრებაში.