შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში - „სარფი“, „სადახლო-საავტომობილო“ და „თბილისის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები, ოქროს მონეტა და 2 ცალი ოქროს ზოდი (ოქროს საერთო წონა: 187,46 გრამი და ვერცხლის საერთო წონა: 2950 გრამი) გამოვლინდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
"არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 33 642.68 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 33 642.68 ლარის ოდენობით განესაზღვრათ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.