მორiგი საპროტესტო აქცია „აჭარის წყალ ჯორჯიას“ წინააღმდეგ. ამ წუთებში, ხულოში, დიაკონიძეების მოსახლეობას ბათუმი-ახალციხის გზა აქვთ გადაკეტილი, ისინი კომპანიის ავტომობილებს გადაადგილების უფლებას არ აძლევენ. ადგილობრივები ამ ფორმით სოფელში გვირაბის გაყვანას აპროტესტებენ და ჰესების მშენებლობის შედეგად მიყენებულ ზარალის შესწავლასთან ერთად კომპენსაციის გაცემას მოითხოვენ. მობილიზებულია პოლიცია. ადგილობრივები, მოთხოვნების შესრულებამდე დაშლას არ აპირებენ და პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. მათ დღესვე ხულოს გამგებელი გამოეხმაურა. ბესიკ ბაუჩაძის განცხადებით სოფელი უკვე შესწავლილია და კომპენსაციები, გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე გაიცა, თუმცა ოჯახებს კიდევ ერთხელ შეისწავლიან.