საქართველოს მთავრობამ „ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა

08 აპრილი 2024, 15:10 458 ნახვა

საქართველოს მთავრობამ „ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამას სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო განახორციელებს და განაცხადების მიღებას მიმდინარე წლის 22 აპრილიდან დაიწყებს.

"ახალი პროგრამის მიზანია, ადგილობრივ ბაზარზე ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ღონისძიებების სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმი იყოს მეტად მოქნილი და გამჭვირვალე.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საქართვლოს მასშტაბით დაგეგმილი ქართული ღვინის ფესტივალები, თემატური გამოფენები, კონკურსები, საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებები. პროგრამაში დეტალურად არის გაწერილი გამოფენა-ფესტივალების, კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზატორების დაფინანსება/თანადაფინანსების პირობები და ანაზღაურების ოდენობა, იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომლებიც უნდა წარმოადგინოს პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების მსურველმა იურიდიულმა პირებმა.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და მხარდაჭერით, საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიების პარალელურად, საქართველოს მასშტაბით, არაერთი ღვინის ფესტივალი, გამოფენა, დეგუსტაცია და კონკურსი იმართება. აღნიშნული ღონისძიებების მიზანი ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის და სხვა ღვინოპროდუქციის პოპულარიზაცია, მეღვინეობის დარგისა და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლებაა.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის განაცხადების შესავსები ფორმა განთავსდება ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე პროგრამის დაწყების დღეს“,- აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი