საჯარო რეესტრი ბათუმში ეროვნული სანავიგაციო სისტემის პროექტს ახორციელებს. მისი მიზანი სისტემის ჩამოყალიბება და საქართველოს მონაცემების მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო სისტემებში ინტეგრირებაა. პროექტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საველე აღწერითი სამუშაოები დასრულებულია. მომზადდა მონაცემების ბაზა, რომელშიც 9 000-მდე ობიექტია შეტანილი, მათ შორის, განათლებისა და ჯანდაცვის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურის, დასვენების და გართობის დაწესებულებები. გიორგი პეტრიაშვილის განმარტავს რომ, სააგენტო ინფორმაციას “google-სა” და “tomtoms-ის” კომპანიას მიაწვდის, რომლებიც მონაცემებს თავიანთ პროდუქტებში - ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ აპლიკაციებში ასახავენ. პროექტში, რომელიც ბათუმის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება, 20-მდე სტუდენეტი დასაქმდა.