1921 წლის მარტში დაღუპული ქართველი მამულიშვილები ბათუმში დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს. თავისუფლების მოედანზე რიგითი ბათუმელები და აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და იუნკერთა მემორიალური ქვა გვირგვინებით შეამკეს.