მრავალათასიანი დემონსტრაცია ბუდაპეშტში

07 აპრილი 2024, 10:01 548 ნახვა

ბუდაპეშტში საპროტესტო აქცია გაიმართა. უნგრეთის დედაქალაქში ათიათასობით ადამიანი ვიქტორ ორბანისა და მისი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა. დემონსტრაციას უნგრეთის მმართველი პარტიის fidesz-ის ყოფილი წევრი, პეტერ მაგიარი ხელმძღვანელობდა.

საპროტესტო ტალღა უნგრეთში მაგიარის მიერ, აუდიოჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ დაიწყო, რომელშიც ის მეუღლეს თანამდებობიდან გადადგომას ურჩევს, თუმცა მეუღლე პასუხობს რომ ეს მაფიოზური მთავრობაა და მათგან თავის დაღწევა შეუძლებელია.

„ჩვენ არ გვეშინია“, „გადადგეს ორბანი“ სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი