,,პეტრას განძი’’ - პროექტმა ამ სახელწოდებით სტარტი დღეს აიღო. 7 გუნდის წევრები მთელი დღის განმავლობაში ერთმანეთს პეტრას კომპლექტზე მოწყობილ 24 დაბრკოლების გადალახვაში ეჯიბრებოდნენ. დღის ბოლოს გამარჯვებულ გუნდად ‘’სოკარი’’ დასახელდა. ორგანიზატორების თქმით, პროექტი გარდა შემეცნებისა და გართობისა, ტურისტული პოტენციალის ზრდასაც შეუწყობს ხელს.