ქართველმა სპორტსმენებმა მორიგ წარმატებას მიაღწიეს ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც პორტუგალიის ქალაქი გიმარაეში მასპინძლობს. საქართველოს ქალთა ნაკრებმა, რომელშიც ლუბა გოლოვინა, მარიამ რაგიმოვა, ანანო აფაქიძე და თეონა ჯანჯღავა შედიოდნენ, ტურნირზე ვერცხლის მედლები მოიპოვა. ქართველ გოგონებს კვალიფიკაციაში საუკეთესო შედეგი ჰქონდათ, ფინალში კი მცირედით ჩამორჩნენ პირველ ადგილზე გასულ საფრანგეთის ნაკრებს. შეგახსენებთ, რომ მანამდე, ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა საქართველოს გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც ნინო ქორიძე, ანა ლაპიაშვილი და მაია ბოჭორიძე იცავდნენ. ევროპის ჩემპიონატზე მედლები უკვე ინდივიდუალურ დისციპლინებში გათამაშდება.