ეკვადორის ხელისუფლების მიერ მექსიკის საელჩოში ყოფილი ვიცე პრეზიდენტის დაკავების შემდეგ, მექსიკამ ეკვადორთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. მედიის ცნობით, ხორხე გლასი, რომელიც კორუფციისთვის ორჯერ გაასამართლეს თავს მექსიკის საელჩოს აფარებდა. თავის მხრივ მექსიკის პრეზიდენტის განცხადებით, ყოფილი ვიცე პრეზიდენტის დაკავება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. ამასთან, ეკვადორის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მექსიკის მიერ თავშესაფრის უზრუნველყოფა უკანონო ქმედება იყო.