მოკვლევა  პოლიციელის  განცხადებაზე

23 მარტი 2017, 00:00 3810 ნახვა

გენერალურმა ინსპექციამ აჭარის საპატრულო პოლიციის თანამშრომლის განცხადებასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.  პატრულ ინსპექტორმა გია ხალვაშმა 22 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სასამართლო სხდომათა დარბაზში მეწყვილე ცრუ ჩვენების მიცემაში დაადანაშაულა. მან აღნიშნა, რომ იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის მეუღლეა.  21 მარტს პოლიციელმა მეგი ხუნწელიამ მეწყვილის ჩვენების საპირისპიროდ აღნიშნა, რომ მას დაკავებულის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ გაუგონია. ხალვაში განცხადებით, ხუნწელიას ქმარმა ცრუ ჩვენების მიცემა აიძულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხალვაშის ეს კომენტარი უწყებასთან შეთანხმებული არ იყო. რაც შეეხება პოლიციელი ქალის მეუღლეს, პრეს-სასმახურში აცხადებენ, რომ ის სუს-ში არ მუშაობს. შეგახსენებთ, საუბარი ეხება რამაზ ხიმშიაშვილის საქმეს, რომელსაც პოლიცია სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდა, ის გუშინ ბათუმის საქალაქო სასამართლომ წაყენებულ ბრალში, გაამართლა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი