ძლიერი ქარის გამო ბათუმის აეროპორტში სტამბოლი-ბათუმის რეისი ვერ შესრულდა

05 აპრილი 2024, 10:50 515 ნახვა

ძლიერი ქარის გამო, ბათუმის აეროპორტში სტამბოლი-ბათუმის რეისი ვერ შესრულდა. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად  თვითმფრინავი აეროპორტში ვერ დაჯდა.

ავიაკომპანია თურქიშ-ეარლაინსის გადაწყვეტილებით, თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-ბათუმის რეისს ასრულებდა ტრაპიზონში დაფრინდება.  

ბათუმის აეროპორტიდან კი დაგეგმილი რეისი თელ-ავივის მიმართულებით შეუფერხებლად უკვე შესრულდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი