უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გენერალური პროკურორის, ანდრეი კოსტინის შესაძლო გადაყენების საკითხს განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის ოფისში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა კოსტინის საკითხს სულ ხშირად აყენებენ თათბირებზე. როდის გამოიტანენ გათავისუფლების საკითხს საჯაროდ – შესაძლოა, ამ თვეში, შესაძლოა, მოგვიანებით. ეს არ არის სასწრაფო საკითხი“ , – განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
როგორც მედიასაშუალებისთვის გახდა ცნობილი, განიხილება კოსტინის ნიდერლანდებში ელჩად დანიშვნის ვარიანტი, თუ პარტნიორები დათანხმდებიან, რომ ამჟამინდელმა გენერალურმა პროკურორმა თავისი სამუშაოს ფოკუსირება მოახდინოს უკრაინაში რუსეთის დანაშაულებებზე საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნაზე.
ამასთან, გამოცემის ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ ანდრეი კოსტინი არ არის საკმარისად მტკიცე გენერალური პროკურორის პოზიციისთვის.
ახლა განიხილება საკითხი, ვინ შეიძლება, გახდეს უკრაინის ახალი გენერალური პროკურორი.
მანამდე, 2024 წლის თებერვალში უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოსტინი, შესაძლოა, დიდი ბრიტანეთში უკრაინის ელჩად დანიშნონ.