ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის შექმნიდან 75 წლის აღსანიშნავად ბათუმში ნატოს შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულებებში საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება.
შეხვედრებზე ალიანსის პრინციპების, დაარსების, გაფართოების, მიზნების, ამოცანების და ნატო საქართველოს თანამშრომლობის შესახებ მიმდინარეობს დისკუსია.
სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან საინფორმაციო შეხვედრების მიზანი, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკის, გამოწვევების და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ადგილობრივების ინფორმირებულობაა.
ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ინიციატივით იმართება.