აქცია მშენებელი კომპანიის წინააღმდეგ 

02 აპრილი 2024, 18:01 673 ნახვა

სამშენებლო კომპანია შპს “ეიჩ გრუპი” ბათუმში, გრიგოლ ელიავას ქუჩა 49ა ნომერში მცხოვრები ის მოსახლეობა უპირისპირდება, რომლებმაც კომპანიისგან ბინები შეიძინეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალ ბულვარში კომპანიისგან საცხოვრებელი ბინები 2018 წელს იყიდეს, თუმცა ამ დრომდე არ არის შეყვანილი ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი, რის გამოც ოჯახები ახალაშენებულ კორპუსში  ცხოვრებას ვერ ახერხებენ.

მათი განცხადებით, 20 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი უხარისხოდ არის აშენებული და დარღვეულია უსაფრთხოების ნორმები.

კომპანიაში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა მოსახლეობის პრეტენზიების შესახებ ინფორმაცია აქვთ. 

იურისტის სიტყვიერი განმარტებით, მშენებლობა დასრულებული არ არის, შიდა კომუნიკაციის მოსაწყობად შესაბამის სამსახურებს უკვე მიმართეს და წლის ბოლომდე სამუშაოები დასრულდება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი