აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე

02 აპრილი 2024, 10:09 770 ნახვა

2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით აჭარის ჯანდაცვის  სამინისტრომ  სარეაბილიტაციო ცენტრების წარმომადგენლებთან,  აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვების მშობლებთან და პროგრამების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

უწყების ინფორმაციით, აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა  2018 წლიდან მიმდინარეობს, პროგრამა ითვალისწინებს აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე 2-დან 15 წლამდე ასაკის ჩათვლით, განვითარების დარღვევების იდენტიფიცირებას და ადაპტაციური ფუნქციონირების დონის შეფასებას.

ბავშვის სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობას ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ნევროლოგის, ლოგოპედის, სპეციალური პედაგოგის, ქცევითი თერაპევტისა და სხვა სპეციალისტის მიერ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი