აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს

02 აპრილი 2024, 08:12 443 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს. იგი  ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში  საფრანგეთსა და ბელგიას ეწვევა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ბლინკენი პარიზში შეხვდება საფრანგეთის პრეზიდენტს და  გლობალურ საკითხებს განიხილავს.

საუბარი შეეხება უკრაინის მხარდაჭერას ღაზაში ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის გავრცელების პრევენციას და ჰაიტიში სიტუაციის სტაბილიზების ძალისხმევას.

ბრიუსელში აშშ სახელმწიფო მდივანი დაესწრება ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც 4 აპრილს   ნატოს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართება, შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს.

ბლინკენი ასევე ეწვევა ბელგიის ქალაქ ლევენს, სადაც მონაწილეობას მიიღებს აშშ-ევროკავშირის ვაჭრობისა და ტექნოლოგიების  საბჭოს რიგით მე-6-ე შეხვედრაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში