დღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეექვსე ტურში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ სტუმრად „იბერია 1999“-ს დაუპირისპირდება.
ზღვისპირელები ხუთი ტურის შემდეგ ხუთი გამარჯვებით სატურნირო ცხრილს ლიდერობენ, „იბერია“ კი 10 ქულით მესამე პოზიციაზეა.
მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.