ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში ხანძარია. ცეცხლი ეკალ-ბარდს და ჩაის პლანტაციებს უკიდია.
ხანძარი რამდენიმე ჰექტარ ტერიტორიაზეა გავრცელებული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, საჭირო გახდა ხანძრის კერების სალიკვიდაციოდ აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან სამაშველო ჯგუფების მობილიზება.
სავარაუდოდ, ხანძრის გამომწვევი მიზეზად საგაზაფხულო სამუშაოები სახელდება.
ამ ეტაპისთვის, დასახლებულ პუნქტებს ხანძრის გავრცელების საშიშროება არ ემუქრება.