პალესტინის ახალმა მთავრობამ ფიცი დადო

01 აპრილი 2024, 09:44 220 ნახვა

პალესტინის პრეზიდენტის   წინაშე   ფიცი დადო ახალმა მთავრობამ, რომელსაც აბასის მოკავშირე და წამყვანი ბიზნეს ფიგურა  მოჰამად მუსტაფა ჩაუდგა სათავეში.  მუსტაფამ გასულ ხუთშაბათს ჩამოაყალიბა მინისტრთა ახალი კაბინეტი, რომელშიც ის ასევე  საგარეო საქმეთა მინისტრის უფლებამოსილებას შეასრულებს.

მუსტაფას პალესტინის ადმინისტრაციის  რეფორმირების მანდატი მიენიჭა, რომელიც ისრაელის მიერ  ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე  შეზღუდულ თვითმმართველობას ახორციელებს.

მან ასევე უნდა უხელმძღვანელოს ღაზის ჰუმანიტარული დახმარებისა და აღმშენებლობის პროცესს, რომელიც ხუთ თვეზე მეტი ხნის ომის შედეგად განადგურდა. აბასმა, რომელიც დღეისთვის ყველაზე გავლენიანი ფიგურაა პალესტინის ავტონომიაში,   ახალი მთავრობის დანიშვნით აჩვენა, რომ მზად არის  საერთაშორისო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. 

ახალ მინისტრთა კაბინეტს, რომელშიც შედის რვა მინისტრი ღაზის სექტორიდან, ასევე ეყოლება სახელმწიფო მინისტრი „დახმარების საკითხებში“.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში