ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების შემადგენლობა ცნობილია 

01 აპრილი 2024, 08:02 366 ნახვა

საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა დაასახელა შემადგენლობა, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანს. საქართველოს ნაკრები კონტინენტის პირველობაზე უძლიერესი შემადგენლობით გამოვა.

ყველა ლიდერი სიაშია, თუმცა მწვრთნელმა ისიც დასძინა, რომ ეს შემადგენლობა საბოლოო არ არის და, შესაძლოა, რაღაც შეიცვალოს.

კერძოდ, არ არის გამორიცხული, გუნდს ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა ბექაური გამოაკლდეს.

ამ დროისთვის ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთია: 66 - ვაჟა მარგველაშვილი; 73 - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ჩიხელიძე; 81 - ტატო გრიგალაშვილი; 90 - ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი; 100 - ილია სულამანიძე; +100 - გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი