რუსეთი უკრაინაში საომარ მოქმედებებს განაგრძობს. ოკუპანტმა საჰაერო დარტყმები მიიტანა 7 ენერგოსადგურზე. ე.წ „კინჟალის“ ტიპის რაკეტები გამოიყენა ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა და ივანო-ფრანკოვის მიმართულებით. საჰაერო დარტყმების შედეგად ოდესაში 5 ადამიანი დაშავდა.
უკრაინული მხარის ცნობით გუშინ ღამით რუსების მიერ გაშვებული შაჰედის ტიპის 9 დრონი და 9 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს. თავდასხმების მოგერიებაში საჰაერო ძალების საზენიტო - სარაკეტო დანაყოფები და საჰაერო ძალების გამანადგურებლები მონაწილეობდნენ.
ქვეყნის პრეზიდენტი უკრაინის დახმარების გაგრძელებაზე საუბრობს და აქვე აღნიშნავს, რომ პარტნიორებს მოთხოვნები გაუზიარეს, რომლებსაც საჭირო საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები გააჩნიათ.