ისრაელში ტრადიციულად შაბათის საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც შეკრებილები პრემიერ-მინისტრის მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდნენ. თელ-ავივში, ვადამდელი არჩევნების ჩატარებაც მოითხოვეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მეტი უნდა იზრუნოს აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხული ორგანიზაციის, ჰამასის ხელში მყოფი მძევლების გასათავისუფლებლად.
პოლიციის ცნობით, არეულობა მოხდა თელ-ავივში, სადაც 16 პირი დააკავეს.
ისრაელსა და ჰამასს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები ხვალ ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გაგრძელდება. დელეგაციებს შორის შუამავლობენ აშშ, კატარი და ეგვიპტე.