ამჟამად, არ არსებობს იმის ნიშნები, რომ რუსეთი ნატოს ერთ-ერთ ქვეყანაში შეჭრას გეგმავს - ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი

30 მარტი 2024, 10:34 457 ნახვა

ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის, ადმირალ რობ ბაუერის თქმით, ამჟამად არ არსებობს იმის ნიშნები, რომ რუსეთი ნატოს ერთ-ერთ ქვეყანაში შეჭრას გეგმავს.

„არ მგონია, რომ პირდაპირი საფრთხე იყოს. პრობლემა ის არის, რომ რუსეთის ამბიციები უკრაინის ფარგლებს მიღმაც ვრცელდება. ჩვენ ეს ვიცით, ამიტომ ალიანსი მთლიანობაში უფრო მომზადებული უნდა იყოს“, - აღნიშნა ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა.

 

მისი თქმით, ალიანსი შეთანხმდა, რომ რუსეთი საფრთხედ უნდა განიხილებოდეს და შესაბამისად, შეცვალა სამხედრო გეგმები, გადაიტანა ყურადღება კოლექტიურ თავდაცვაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი