იორდანიის დედაქალაქში ისრაელის საელჩოსთან ასობით მოქალაქე შეიკრიბა. ამანში გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილები პალესტინის მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ.
სამშვიდობო ხელშეკრულება ისრაელსა და იორდანიას შორის, იორდანიის მოქალაქეებისთვის მიუღებელია და აცხადებენ, რომ ეს მათი პალესტინელი თანამემამულეების ღალატია.
ისრაელის საელჩოსთან მომიტინგეები, 7 ოქტომბრის შემდეგ არაერთხელ შეიკრიბნენ და ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა გააპროტესტეს.