საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დინამიკის, შესაძლებლობების, გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობაა შეხვედრის მიზანი, რომელიც ბათუმში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამიზნე ჯგუფი ამჯერად აჭარაში მოქმედი სამოქალაქო, საგანმანათლებლო სფეროსა და მედიის წარმომადგენლები არიან.
ცენტრის წარმომადგენელთან ერთად ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და არსებულ თანამშრომლობაზე სამხედრო ჟურნალისტიკის ასოციაციის თანადამფუძნებელმა გიორგი ცქვიტავამ ისაუბრა.
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიისთვის კვლავ გაგრძელდება.