ბაკურიანში ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, ასევე გამოიყენება სამაშველო დრონები.
ადგილზე მობილიზებულნი არიან მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.
დაბა ბაკურიანში მთის ფერდობიდან თოვლის მასა დღეს ჩამოიშალა. არსებული ინფორმაციით, ზვავში სავარაუდოდ მოყოლილია ერთი ადამიანი.