ლევან შენგელიას მოტეხილობა აქვს 

28 მარტი 2024, 09:05 444 ნახვა

საბერძნეთთან მატჩში 85-ე წუთზე, ლევან შენგელიამ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. საბოლოოდ დადასტურდა, რომ ქართველ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის წვივზე მოტეხილობა აქვს, რაც ხუთი-ექვს კვირიან მკურნალობა-რეაბილიტაციას საჭიროებს.

იყო ვარაუდი, რომ შენგელია ევროპის ჩემპიონატის გამოტოვების საფრთხის წინაშე იყო, თუმცა კონტინენტის პირველობამდე ორ თვეზე მეტია და არის მოლოდინი, რომ ბერძნული "პანეტოლიკოსის" 28 წლის ფეხბურთელი „ჯვაროსნებს“ გერმანიაში გაჰყვება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი