საქართველოში OneRepublic-ის, Scorpions-ის, და Jungle-ის კონცერტები გაიმართება.
„ბლექ სი არენაზე“ მათი კონცერტები შემდეგი განრიგით შედგება: OneRepublic – 10 მაისი; Scorpions –31 მაისი, Jungle – 18 აგვისტო.
OneRepublic-ის ბილეთების შეძენა ხვალ, 10:00 საათიდან BSA.ge-სა და TKT.ge-ზე იქნება შესაძლებელი. ბილეთების გაყიდვა 29 მარტიდან ეტაპობრივად დაიწყება.
უკვე მე-2 წელია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - Starring Georgia-ს აგრძელებს. კამპანიის მთავარი მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია და ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას.
სახელმწიფო სუბსიდირებით დაგეგმილ კამპანია Starring Georgia-ზე 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს.