''სასმელი წყალი ბათუმში ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის'' -აცხადებენ ''ბათუმის წყალში''. ორგანიზაცია წყლის ხარისხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მოსახლეობამ სასმელ წყალთან დაკავშირებით ცხელ ხაზზე დარეკა. მოქალაქეების ინფორმაციით ონკანიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მღვრიე წყალი მოდიოდა. “ბათუმის წყლის” თანამშრომლებმა წყლის სინჯები ერთ-ერთ მისამართზე აიღეს. ამბობენ, რომ წყალი დადგენილ ტექნიკურ რეგლამენტს შეესაბამება და ლაბორატორიული მაჩვენებლებიც დამაკმაყოფილებელია.