საქართველოს ისტორიული გამარჯვება რეგიონებშიც იზეიმეს. ბათუმში, ქუთაისსა და თელავში შეკრებილი გულშემატკივრები ღია ცის ქვეშ დამონტაჟებულ ეკრანებზე ადევნებდნენ თვალს ნაკრების თამაშს. ისტორიული გამარჯვების შემდეგ ქუჩებში საზეიმო მსვლელობა მოეწყო.
საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას, მოქალაქეები ერთმანეთს საყვირებით და სხვადასხვა შეძახილით ულოცავდნენ. ზეიმი გვიან ღამემდე გაგრძელდა.
საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.