ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ეროვნულმა პარლამენტებმა მიიღეს დოკუმენტი, რომელშიც გამოხატულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისადმი მხარდაჭერა

26 მარტი 2024, 17:49 237 ნახვა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების ფორმატში გამართული მეჩვიდმეტე პლენარული სხდომის ფარგლებში, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ეროვნულმა პარლამენტებმა დოკუმენტი მიიღეს, რომელშიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროინტეგრაციის მხარდაჭერაზეა საუბარი.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, COSAC მხარს უჭერს გაფართოების პროცესს, როგორც გეოსტრატეგიულ ინვესტიციას მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

„COSAC მიესალმება კომისიის მიერ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტის შესახებ ინიციატივის დასრულებას, რომელიც საბჭოს მიერ დამტკიცება და მოუწოდებს საქართველოსთან, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის მუშაობის დაწყებისკენ, დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის შესაბამისად. იგი მოუწოდებს წევრობის კანდიდატ ქვეყნებს, ევროკავშირის დახმარებით გააძლიერონ რეფორმებისთვის ძალისხმევა, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისად, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში. ამავდროულად, უნდა განხორციელდეს აუცილებელი რეფორმები, რაც გაფართოებულ ევროკავშირს შესაძლებლობას მისცემს გააგრძელოს ეფექტიანად ფუნქციონირება, ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, COSAC კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის, მოლდოვას, საქართველოსა და სომხეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც უკრაინის ბუნებითი უფლებისადმი, დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში