მოსკოვის სასამართლომ ოთხივე ეჭვმიტანილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

25 მარტი 2024, 10:05 431 ნახვა

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით  მუჰამედსობირ ფაიზოვს ტერორიზმის მუხლით ბრალი წაუყენა. ოთხ ეჭვმიტანილს, რუსეთში მცხოვრებ ტაჯიკეთის მოქალაქეებს, წინასწარი პატიმრობა 22 მაისამდე შეეფარდათ.

დაკავებული ოთხი ეჭვმიტანილიდან სამმა ბრალდების ყველა მუხლით დანაშაული აღიარა.

ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 11 პირი. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში