რუსეთმა უნდა წააგოს ომი, მხოლოდ, ასე შეიძლება ადამიანების სიცოცხლის საიმედოდ დაცვა - ვოლოდიმირ ზელენსკი

24 მარტი 2024, 18:28 418 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა წააგოს ომი და მხოლოდ, ამ გზით, შეიძლება ადამიანების სიცოცხლის საიმედოდ დაცვა.

"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბური ომის 760 დღეა. ორ წელზე მეტია, იმის ნათელ მტკიცებულებას ვხედავთ, თუ რა მოაქვს პუტინის სისტემას მსოფლიოსთვის. ნანგრევები ქალაქებისა და სოფლების ნაცვლად. სიკვდილი და ტკივილი და არა სიცოცხლე. ტერორი საერთაშორისო სამართლის ნაცვლად. უკრაინელები მამაცურად იცავენ სამშობლოს და ასე გააგრძელებენ. ყველას მადლობელი ვარ, ვინც მხარს უჭერს ჩვენს ქვეყანასა და ხალხს.

 

რუსეთმა უნდა წააგოს ეს ომი. ეს არის ერთადერთი გზა სიცოცხლის საიმედოდ დასაცავად. საჰაერო თავდაცვა, შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, არტილერია, სანქციები, რუსული აქტივების კონფისკაცია და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა - ეს ყველაფერი აახლოებს სამართლიანი მშვიდობისა და ნორმალური ცხოვრების აღდგენას.", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი