თუ რუსები მზად არიან „კროკუსებში” ჩუმად მოკვდნენ, პუტინი კიდევ არაერთი მსგავსი სიტუაციის თავისი პირადი ძალაუფლების სასარგებლოდ გამოყენებას ეცდება, - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ის, რაც, გუშინ, მოსკოვში მოხდა: ნათელია, რომ პუტინიც და სხვა ნაძირლებიც ეცდებიან ვინმე სხვას გადააბრალონ. ყოველთვის ერთნაირი მეთოდები აქვთ. ეს უკვე ყოფილა. აფეთქებული სახლებიც იყო, ჩაცხრილვებიც, აფეთქებებიც და ყოველთვის სხვებს აბრალებენ. ისინი უკრაინაში მოვიდნენ, ჩვენს ქალაქებს წვავენ და უკრაინის დადანაშაულებას ცდილობენ. ჩვენს ხალხს აწამებენ, აუპატიურებენ და მათვე აბრალებენ. მათ აქ, უკრაინულ მიწაზე, ასობით ათასი თავისი ტერორისტი შემორეკეს, ჩვენს წინააღმდეგ ომობენ და მათთვის, სულ ერთია, რა ხდება მათივე ქვეყნის შიგნით. ეს ყველაფერი, გუშინ, მოხდა, და ეს აბსოლუტური არარაობა პუტინი, იმის ნაცვლად, რომ რუსეთის თავისი მოქალაქეებს მიხედოს, მათ მიმართოს, ერთი დღე ჩუმად იყო - ფიქრობდა, როგორ მიება ეს უკრაინისთვის. ყველაფერი სრულიად პროგნოზირებადია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ ის ასობით ათასი რუსი, რომლებიც ახლა უკრაინულ მიწაზე იბრძვიან, სრულიად საკმარისი იქნებოდა ნებისმიერი ტერორისტების შესაჩერებლად.